მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად უნდა გააქტიურდეს"

5cd5375365d17
BM.GE
10.05.19 13:00
708

გადასახადის გადამხდელთა კავშირი იზიარებს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას და ხელისუფლებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განიხილება ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ შესაძლებლობად, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას გაზრდის, არამედ, ხელს შეუწყობს ექსპორტსაც. 

მსოფლიო ბანკი თავის კვლევაში აქცენტებს აკეთებს როგორც ადგილობრივი ბაზრის სიმცირეზე, ასევე წარმოებული პროდუქციის დაბალ მაჩვენებელსა და ხარისხზე, რაც განპირობებულია ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სიმწირით. მენეჯმენტის უნარებისა და განათლების დაბალი დონე ხელს უშლის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.

მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, არამედ მათ ადგილობრივ კომპანიებთან ინტეგრაციაზე, რაც გაზრდის წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ამასთანავე შეამცირებს უცხოურ ბაზრებზე წვდომის ბარიერებს.

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 660 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები