მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა 2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოზამბიკში გვალვას დაუკავშირებს"

5bae0d52f021b
სალომე მეცხვარიშვილი
28.09.18 15:22
805
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აგვისტოში დაფიქირებულ 2%-იან ეკონომიკურ ზრდას მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს. როგრც მან განმარტა, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ეს მაჩვენებელი მოზამბიკში გვალვას დაუკავშიროს ან საერთოდ დაიმალოს.

"არ წყალობს ფორტუნა ქართულ ოცნებას. აგვისტოში 2%-იანი იყო ეკონომიკრი ზრდა, მაისში 7,5%. გამოვიდა პრემიერმინისტრი და სპეციალურ ბრიფინგზე აუწყა ქვეყანას ეკონომიკური აღორძინების ერის დადგომა. 2 თვეში იზულებულია "ტრაურის სამკლაური" გაიკეთოს და ისე გამოვიდეს. ან არ გამოვა და დაიმალება და საქართველოს ეკონომიკურ ამ ზრდას დაუკავშირებენ მიზამბიკში გვალვას. აგვისტოში ეკონომიკური ზრდა იყო იმ ლოგიკის ფარგლებში, როგორი ეკონომიკაც არის საქართველოში, ანუ ცუდი. ერთადერთი გამონაკლისი იყო მაისის თვე, რომელიც იყო შემთხვევითობა, გარემოებათა თანხვედრის შედეგი. ეს არ იყო ლოგიკური, ეს იყო ანომალია. ახლაც ხდება, დღეს მილიონში ერთხელ კუდიანი ადამიანებიც იბადებიან და ასე კუდივით მოება 12 თვეში ერთხელ ეს 7%-იან ზრდა და გამოაცხადეს ტენდენციად. ვხედავთ რომ არ არის ტენდენცია, ეკონუმიკური ზრდა არის 4,8% როგორც შარშან და არაფერი არსებითი არ შეცვილილა. ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა ატარებს არასწორ, პრაქტიკულად სოციალოსტურ პოლიტიკას,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები