შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი.
წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელის.
ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, მათ შორის კაპიტალური პროექტების ნაწილში.
"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.