მთავრობა 2022 წლისთვის მიმდინარე ხარჯების მშპ-ს 20% მდე შემცირებას აპირებს. მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზების დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს კონსოლიდაციის პოლიტიკა, რის შედეგადაც მიმდინარე ხარჯებს მშპ-სთან მიმართებაში კლებადი ხასიათი ექნება. 8-9% ის ფარგლებში შენარჩუნდება შემდგომ წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გათვალისწინებული სახსრები.
,,2019-2022 წლების ჩარჩო პარამეტრები მოიცავს, როგორც სახელმწიფო პენსიის ზრდის (2019-2020 წლებში), ისე დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმდებისათვის საჭირო დამატებით ხარჯებს და სოციალური უზრუნველყოფის წილი მშპ-სთან მიმართებაში 8.0%-9.0%-ის ფარგლებში შენარჩუნდება მიმდინარე ხარჯების წილის შემცირების ფონზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე, პროგნოზებში გათვალისწინებულია 2021 წელს ევრობონდების გადაფარვისთვის საჭირო ღონისძიებებიც. გარდა ამისა მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების ჩარჩო დეფიციტის 2,9%-დან 2,5%-მდე შემცირებასაც ითვალისწინებს.

























