საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტშია საუბარი, რომლის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას. 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 123.8 მილიონი ლარით იზრდება და ის 476.9 მილიონ ლარს მიაღწევს. როგორ დაიხარჯება სუბსიდიისთვის გამოყოფილი თანხები?