მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა 854 სკოლისთვის მერხებს ყიდულობს - ბიუჯეტი ₾9,8 მლნ-ია

სასკოლო მერხები

მთავრობა 854 საჯარო სკოლისთვის მერხებს ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი 67 000 კომპლექტის - სასკოლო მერხი და სკამის შესყიდვა იგეგმება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 849 000 ლარია. თითოეული კომპლექტის ზღვრული ღირებულება 147 ლარია.

კომპლექტის შემადგენლობაში შედის ერთი ცალი სასკოლო მერხი და ერთი ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე.

იგეგმება შემდეგი რაოდენობის კომპლექტების შესყიდვა:

II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 13 687 კომპლექტი;

III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 23 744 კომპლექტი;

IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 29 569 კომპლექტი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება -15 000 კომპლექტი განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობის - 52 000 კომპლექტის მიწოდება - არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები