მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "ალბატროსს" მფლობელს არ უბრუნებს

59e89fe97af11
BM.GE
19.10.17 16:50
1550
"ალბატროსის" მფლობელის დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყდა. ბიზნესმენი უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, რომელიც შ.პ.ს "ალბატროსს" 3 მილიონი ლარის გადახდას ავალებდა ბათილად სცნო, ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.

როგორც ბეგიაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ "ალბატროსის საქმეში" დამნაშავეები გამოიკვეთა, მათი დაკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა. ამასთან ქონების გადმოცემაზე შეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესმენს შორის, თუმცა დავით ბეგიაშვილს ქონება ამ დრომდე არ გადასცემია.
"თქვეს თითქოსდა მთავრობასთან უნდა შეეთანხმებინათ. ეს იყო ზაფხულში, თუმცა დღემდე პასუხი არ გვაქვს", - ამბობს დაზარალებული ბიზნესმენი.

პროცესების გაჭიანურების მიზეზებზე საპასუხოდ ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ქონების დაბრუნების ნება არ არსებობს, რაც მესიჯია როგორც სხვა ბიზნესისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ არის.

"არსებობენ ბიზნესმენები, რომლებსაც პრობლემები აქვთ, სამართალს ვერ აღწევენ, არ იხილება საქმეები, ძიება პროკურატურაში არ მიდის და თავისთავად ვერ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანი გარემო", - აცხადებს ბიზნესმენი.

დავით ბეგიაშვილი წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ ბიზნესმენებთან ერთად სტრატეგიაზე მუშაობს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. მისი ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ გეგმავენ აქტივობებს, რათა პირდაპირ მოსთხოვონ როგორც მთავრობას, ისე პროკურატურას მათი საქმეების გამოსაძიებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები