„ამას სჭირდება მსჯელობები, არა - ხანგრძლივი, მაქსიმუმ ორი-სამი კვირა“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატ გიორგი კახიანის კითხვას, რომელიც განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის ნაწილის გამოყოფას შეეხებოდა.
„არ მინდა, წინასწარ დაპირებები გავცე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მთავრობის ძირითადი პრინციპი იქნება მცირე მთავრობის პრინციპი და მეორე ძირითადი პრინციპი იქნება ეფექტურობა. ღიად ვამბობ - არის საუბარი როგორც კულტურის, ისე სპორტის ნაწილზე; ამას სჭირდება მსჯელობები, არა - ხანგრძლივი, მაქსიმუმ ორი-სამი კვირა.
მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს, მობრუნდება პარლამენტში და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მცირე მთავრობა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ პრინციპთან ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. თუმცა, თუ მცირე მთავრობის კომპონენტი და კრიტერიუმი მოდის წინააღმდეგობაში ეფექტურობასთან, გარკვეული დარგების მართვის ნაწილში, აქ გარკვეული კომპრომისების დაშვება შესაძლებელია. გპირდებით, რომ ვიმსჯელებ თქვენთან ერთად,“ - განაცხადა გახარიამ.

























