მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მთავრობა ასრულებს საზოგადობის დაკვეთას, რომელსაც ლოქდაუნი არ უნდა“ - თენგიზ ცერცვაძე

5fad4df5f1898
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.20 19:20
840
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც სრული ლოქდაუნი არ უნდა. 

მისი განმარტებით, წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში გაიზრდება, თუმცა სრულ ლოქდაუნამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.

„ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მე ოდნავ დავაკორექტირებდი ამირანი გამყრელიძის ნათქვამს - ყველა ქვეყანა ერგება სრული ლოქდაუნის შემოღებას და ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვანს. შედარებაც არ არის - ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს სრულ ან სრულთან მიახლოებულ ლოქდაუნს. რუკაზე წითლად მოცემული ქვეყნები სრულ ლოქდაუნს ახორციელებენ, ვარდისფრად შეღებილი ქვეყნები - ნაწილობრივს და შეუფერადებელ ქვეყნებში, რომელშიც ჩვენც გავდივართ, თითქმის არ არის შეზღუდვები.

ლოქდაუნების ხარისხი და სიმკაცრე გაცილებით მეტია ევროპის წამყვან ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან. ქვეყანამ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა ლოქდაუნი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები