მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენგეგმას დაამტკიცებს

5a9e494356e58
თელარა გელანტია
06.03.18 11:53
2305
მთავრობა ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა.

"სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არ არის, ჩვენ დღეს უკვე პრაქტიკულად, ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს. გარდა იმისა, რომ გათალისწინებულია ინფრასტრუქტურის სწორი განვითარება, ასევე ეს მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას, ერთმანეთთან დაკავშირებას, ე.წ. წრის შიდა ტერიტორიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე ბაკურიანულას რესურსის სარეკერაციოდ გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშვო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამთო კურორტად, 4 სეზონის კურორტად. დარწმუნებული ვარ, რომ გენგეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები