მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბანკებისთვის მოგების გადასახადს 15%-დან 20%-მდე ზრდის

638dc77e75a3f
ინგა მურუსიძე
05.12.22 14:29
2137

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, თუმცა ეს არის მცირე კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბანკების მოგება ₾2 მილიარდს აჭარბებს, რა ერგება ბიუჯეტს?

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამატებით 3 წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები