მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებას ყიდის - საწყისი ფასი 1 მლნ ლარია

60c77534c97ae
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.21 19:36
8160
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევის და რეკლამირების უფლება იყიდება - შესაბამისი აუქციონი სახელმწიფო ქონების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოცხადდა. ობიექტის სახელის დარქმევის უფლებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ყიდის.

საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც ორგანიზაციები სპორტული დაწესებულებების სახელებს ყიდულობენ. მაგალითად, ასეთია Allianz Arena, Vodafone Arena, Etihad Arena და სხვა. თუმცა, ეს საქართველოში სტადიონის სახელის გაყიდვის პირველი შემთხვევაა. 

აუქციონის პირობების მიხედვით, სტადიონის ახალ სახელში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს სიტყვა “არენა”.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც აუქციონში გაიმარჯვებს სტადიონისთვის სახელის მინიჭების უფლებით 5 წლის განმავლობაში ისარგებლებს.

კომპანიებს აუქციონში საკუთარი ბიჯის დასაფიქსირებლად დრო 23 ივნისის 17:00-მდე აქვთ.

20,000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ. ობიექტის ასაშენებლად და მოსაწყობად 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები