მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესს პროფესიული სწავლების თანადაფინანსების ახალ სისტემას შესთავაზებს

5bb49367bdb21
სალომე მეცხვარიშვილი
03.10.18 14:00
562
მთავრობა ბიზნესს პროფესიული სწავლების თანადაფინანსების ახალ სისტემას შესთავაზებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბატაძემ ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი სისტემის პრეზენტაცია მომდევნო წელს მოხდება და ის ბიზნესს კვალიფიურ მუშახელზე წვდომაში დაეხმარება.

"გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა განათლების სისტემაში. აქედან გამომდინარე ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიოროტეტი. ჩვენი ამოცანაა რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად საქართველოში 20-25%-ით გავზარდოთ ადამიანური კაპიტალის ინდექსი. ამასთან ერთად, ჩვენ კონკრეტული ეკონომიკური ორიენტირები ავიღეთ, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ რეფორმის დანერგვისას. განათლების სფეროს უნდა ჰქონდეს ჩვენს მშპ- ში არანაკლებ ორნიშნა რიცხვის წილი. მნიშვნელოვანი როლი ექნება პროფესიულ განათლებას. ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელსაც შემდეგ წელს წარმოვადგენთ და რომლის მიხედვითაც, ჩვენ ახალ კომპონენტს დავამატებთ ჩვენს საინვესტიციო კლიმატს. ეს შეეხება ინვესტორებისთვის შეთავაზებას პროფესიული სწავლებების თანადაფინანსებას, რომ მათ წვდომა ჰქონეთ უფრო კვალიფიციურ მუშახელზე",-აცხადებს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები