მთავრობა ბლოკჩეინის გამოყენებას ელექტროენერგიით ვაჭრობაში განიხილავს
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის ინფორმაციით, ასოციაცია წლის ბოლომდე დაასრულებს მუშაობას იმ სისტემაზე, რაც ბლოკჩეინის დახმარებით ელექტროენერგიით ვაჭრობას გულისხმობს.
„ბლოკჩეინის თაობაზე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან და სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ახალ პლატფორმას წარმოგიდგენთ, სადაც იქნება ბლოკჩეინზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობა. ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას ალტერნატივას, რომ სისტემა დეცენტრალიზებული იყოს. მთავრობა დაინტერესებულია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ და ამ პლატფორმის დემო ვერსია მაქსიმალურად მალე წარმოვადგინოთ“, - განუცხადა BM.GE-ს გიორგი აბრამიშვილმა.
აღნიშნულ კვლევაში ასოციაციას USAID-ი ეხმარება.