მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა Check in Georgia-ს არაეფექტიანობას აღიარებს და პროექტს ცვლის

5be9492106bb7
თელარა გელანტია
12.11.18 13:31
2660
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, პროექტი "ჩექ ინ ჯორჯია ფორმას" შეიცვლის.

ამის შესახებ ქობულიამ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

'check in georgia-ს პროგრამა იმ ფორმით, როგორც იყო, აღარ იქნება. ჩვენ რადიკალური გადახედვა მოვახდინეთ პროექტის. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ის რომ ჩვემ გადავწყვიტეთ "ბლექ სი არენა" ინტენსიურად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ეს არის ის აქტივი, რომელშიც ძალიან დიდი თანხაა ჩადებული. პრატქიკულად უფასოდ მიიღო სახელმწოფომ დიდი აქტივი და ვთვლით, რომ ამ აქტივის გამოყენება იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც დარჩება "ჩექ ინ ჯორჯიას" პროგრამისგან', - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე - ცვლილების მიზეზი რა არის, ქობულოამ შემდეგი პასუხი გასცა:

'ჩვენ არ გვგონია, რომ პროექტის სხვა ნაწილები ეფექტურად იყო გამოყენებული. ჩვენ ვთვლით, რომ ის თანხები, რომელიც იყო გამოყენებული, შეიძლება სხვა სფეროებში უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ' , - თქვა მან.

რაც შეეხება ანაკლიის ფესტივალს, მინისტრის თქმით, ის განხილვაშია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები