მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა დევნილებისთვის 2000 ლარიდან 5000 ლარამდე გრანტების გაცემას იწყებს

57ed1b06b55a0
BM.GE
29.09.16 17:45
1562
"დევნილებს მიეცემათ გრანტები, ძირითადად, სოფლებში და მათ შეეძლებათ საქონლის ყიდვა, ხეხილის, ვენახის დარგვა, მრავალწლიანი კულტურების დათესვა, ფუტკრის მოშენება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ყიდვა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განცხადებით, ერთ ოჯახზე გრანტის რაოდენობა 2500 ლარს შეადგენს, ჯგუფის (3 და მეტი ოჯახი) შემთხვევაში კი - 5 000 ლარს. პროექტზე ჯამში $810 000-ია გათვალისწინებული.

"ეს არის გრანტი, რომლის 80% დაფინანსდება ამ თანხიდან, ხოლო 20%-ს თვითონ ბენეფიციარები დააფინანსებენ. გრანტი ძირითადად განკუთვნილია მოწყვლად ოჯახებზე - მარტოხელა მშობლის ოჯახი 18 წლამდე შვილებით; ოჯახი შეზღუდული შესაძლებლბის მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ოჯახი, თუ მას არ ჰყავს მშობლები; ხანდაზმული პირის მიერ მართული ოჯახი,. უახლოეს დღეებში დაიწყება გრანტების გაცემა, - აცხადებს სუბარი და აღნიშნავს, რომ ბენეფიციარებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები