მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს რვა საკითხზე იმსჯელებს

პრემიერი
BM. GE
09.10.23 10:21
75

საქართველოს მთავრობა დღეს რვა საკითხზე იმსჯელებს. მინისტრთა კაბინეტის სხდომა 14 საათზეა ჩანიშნული. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგით შემდეგ საკითხებს განიხილავენ:

1. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: გ. ამილახვარი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ემდი ფროფერთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და სს „შატო მუხრანის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ” (4 პროექტი)

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოს ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განსაზღვრის თაობაზე“

მომხსენებელი: ს. გიორგაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები