მთავრობა უახლოეს ორ კვირაში ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნიზს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ გადაცემაში "საქმის კურსი“ განაცხადა. ,,10-14 დღეში მთავრობა განაახლებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და ის მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი- 5,5% დან 6%-ის ფარგლებში, მაშინ როცა ბიუჯეტი საკმაოდ კონსერვატიულად დავგეგმეთ და მასში მშპს-ს ზრდა 4,5% ის ფარგლებშია", - განაცხადა გაგუამ.
მისი შეფასებით, მშპ-ს 5,7%-იანი წლიური ზრდა, რომელიც ამ ეტაპზე ფიქსირდება, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სამინისტრო ამ შედეგით კმაყოფილია.
"ბოლო თვეების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, ჩვენი მოლოდინები გაზარდა, რაც აისახება კიდევაც პროგნოზზე", - განაცხად გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5% ის დონეზე უკვე გაზარდა.

























