მთავრობა ელექტროენერგიის გარეშე არსებულ დასახლებებს მზის პანელებს გადასცემს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2 მილიონი ლარი გამოუყოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რაც სწორედ დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას მოხმარდება. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, კონკრეტულად რომელ დასახლებებზეა საუბარი და რამდენი ოჯახი შეძლებს მზის პანელებით ელექტროენერგიის მიღებას.
აღნიშნულ გეგმაზე თებერვალში ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც ისაუბრა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში.

























