მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს

58dbda0cb00b9
დავით ჯალაღონია
30.03.17 11:00
1160
მთავრობა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.

"ჩვენ გვინდა, რომ სპეციალური კამპანია გავაკეთოთ, თუ რა ნიშა შეიძლება დაიჭიროს ქართულმა თაფლმა. ევროპულ ბაზარზე არსებულ თაფლთან შედარებით ქართული თაფლი მაღალფასიანი სეგმენტის პროდუქტია და შესაბამისად საჭიროა, ამ კონკრეტული პროდუქტის სპეციფიკური მარკეტინგი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომხმარებლამდე მივიტანოთ. ამ ნაწილში საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს. ეს არის საერთაშორისო გამოფენები, სხვადასხვა სავაჭრო მისიებში მონაწილეობა, სადაც იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ერთამენთს ვახვედრებთ და ა.შ", - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები