მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფერმერებს სწავლას დაუსუბსიდირებს - ახალი პროგრამა

63c80202af2cb
ელენე გოგბერაშვილი
18.01.23 18:45
1266
მთავრობამ სუბსიდირების ახალი პროგრამა მოამზადა, რომელიც ფერმერების სასწავლო კურსების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში შესაბამისი ცოდნის დაგროვებაა. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა განუცხადა. უკვე ცნობილია, პროგრამის ბიუჯეტიც.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სუბსიდირების პროგრამისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე ის შესაძლებელია გაიზარდოს.

“მუშავდება და ბოლო ეტაპზეა გასული პროგრამა, სადაც ასოციაციების გზით ჩვენ შევალთ სუბსიდირებაში. ჩვენ ვეტყვით ასოციაციებს, რომ ჩამოიყვანეთ ექსპერტი, მაგრამ ეს არ იქნება ერთჯერადი და ფრაგმენტული. დაახლოებით 150 დღიანი პროგრამა მაინც უნდა წარმოადგინოს ასოციაციამ. წელს გამოვიტანთ ამ პროგრამას.

ასოციაცია არის გზა, სადაც უნდა მოიყაროს ცოდნამ თავი და წევრ მეწარმეებზე გავრცელდეს. ისინი შეარჩევენ და წარმოადგენენ სხვადასხვაა საერთაშორისო ექსპერტის კანდიდატურას, რომელიც გაივლის კომისიურ შემოწმებას. ის უნდა ჩამოვიდეს გარკვეული გრძელვადიანი პროგრამით. ეს პროგრამა „დანერგე მომავლის“ ქვეშ გაკეთდება“,-ამბობს ილია თამარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები