"ღამის კლუბები ამ გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ" - ასე უპასუხა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ის შეკითხვას, რომელიც ღამის კლუბების ამოქმედების ნებართვას შეეხებოდა. მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე მხარეთა პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს და პროცესი დიდ ხანს აღარ გაგრძელდება. შესაბამისად, ბიზნესი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია…