მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა განათლების საერთაშორისო ცენტრს ხურავს

განათლების საერთაშორისო ცენტრი

მთავრობამ განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის დადგენილებას 21 ოქტომბერს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

დადგენილების თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი წლის ბოლომდე იგეგმება. ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ კი განათლების სამინისტრო განისაზღვრება.

"ცენტრის სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოფს:

ა.ა) ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრულ ინვენტარიზაციასა და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენას;

ა.ბ) ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავებას, სისტემატიზაციასა და დაარქივებას (საჭიროების შემთხვევაში − განადგურებას), კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.გ) ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოს, ამ დადგენილებით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გამოყენება;

გ) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებისა და გამოცემის/მიღების მიზნით", - აღნიშნულია დადგენილებაში.

ცნობისთვის, განათლების საერთაშორისო ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იყო საქართველოს მოქალაქეებს გრანტებით და სტიპენდიებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაში დახმარებოდა.

ცენტრის ვებგვერდის თანახმად, არაერთი საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამა მოქმედებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უნგრეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, ჩინეთში, სომხეთში, ყაზახეთში და სხვა.

ცენტრის ხელმძღვანელი ამჟამად ქეთევან მოწონელიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები