მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის ნასესხებ 370 მლნ-ს ვერ ითვისებს

5d88ee67dd69e
თელარა გელანტია
23.09.19 20:08
1239
საქართველოს მთავრობა 2019 წელს 2 216.1 მლნ ლარის ვალს იღებს, რაც გეგმასთან შედარებით 30 მლნ-ით მეტია.

ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე დღეს აიტვირთა.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 369.9 მლნ ლარით და 931.1 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც განმარტებით ბარათში შემდეგნაირადაა ახსნილი:

„2018 წლის ბოლოს დაწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტების შესრულება თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ გადავიდა მომდევნო წელს, რაც იწვევს ამ პროექტებზე მიბმული ასიგნებების და ამ სახით მისაღები შემოსულობების შემცირებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ამავდროულად, საინვესტიციო პროექტების მაჩვენებელი კვლავ შენარჩუნებულია წარმოდგენილ პროექტში და ხდება იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება“, - წერია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები