მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა ინოვაციების სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად საერთაშორისო ექსპერტებს დაიქირავებს

5c51d16604898
თელარა გელანტია
30.01.19 20:35
1141
მთავრობა ინოვაციების სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად საერთაშორისო ექსპერტებს დაიქირავებს.  ამის შესახებ საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019“ გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ინვესტორებთან აქტიურად უნდა იმუშაოს.

„დღეს მიდის ამაზე მუშაობა... გამოგვიყვეს ბიუჯეტი და ჩვენ ვქირაობთ რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ექსპერტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში. ეს ექსპერტები ჩვენი დავალებით ივლიან და დაამყარებენ კონტაქტს ინვესტორებთან, რომლებიც აწარმოებენ ინვესტიციებს ასეთი ტიპის დარგებში, ემუშავებიან მათ, ჩამოგვიყვანენ აქ და გააკეთებინებენ იმ წარმოებას, რომელიც გვინდა აღმოცენდეს. სპეციალურად უცხოელ ექსპერტებს ვქირაობთ ამისთვის“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ესაა ირლანდიის, კოსტა რიკის და სხვა ქვეყნების გამოცდილება.

„ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ და ირლანდიამ ასეთი მეთოდით დიდ წარმოებას მიაღწია“, - აღნიშნა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები