მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "ინტერ-რაოსთან" დავის მოსაგვარებლად მორიგებაზე არ მსჯელობს

5de8d767d33c6
დავით ჯალაღონია
05.12.19 13:08
1003
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა "ინტერ-რაოსთან" დავის ფარგლებში მორიგებაზ ამ ეტაპზე არ მსჯლობს.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ამ ეტაპზე დავა გრძელდება, ჩვეულებრივი წესით მიმდინარეობს, ეს არის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელსაც თავისი წესი გააჩნია. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი არგუმენტების წარდგენას სასამართლოში და მორიგებაზე ამ ეტაპზე მსჯელობა არ მიმდინარეობს", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერ-რაო" საერთაშორისო არბიტრაჟის გზით, საქართველოს მთავრობისგან ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის ანაზღაურებას ითხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები