მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იპოთეკური სესხების 20%-ის გარანტორად გამოდის

5ecf796ec165f
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 12:31
3819
დღეს საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების სექტორის დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ყველას, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით, საპროცენტო განაკვეთის 4%-იან თანადაფინანსებას განახორციელებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობა სესხების 20%-იან თანადაფინანსებას მოახდენს. 

პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:

● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი - 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

BMG ამ პროგრამის შესახებ მეტ დეტალს  შეტყობისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები