მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იტალიურ-ყაზახურ სამშენებლო კომპანია Todini-ს 100 მილიონზე ედავება

5e4e99f94cf5c
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.20 18:50
4785
იტალიურ-ყაზახურ სამშენებლო კომპანია Todini-ს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მესამე ლოტით გათვალისწინებული მაგისტრალი უნდა აეშენებინა. მასთან საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება 2017 წლის 27 ივნისს გააფორმა. კომპანიისთვის ბიუჯეტისთვის ჩარიცხული თანხის მიუხედავად, Todini-მ ვალდებულება არ შეასრულა. 

2019 წლის დეკემბერში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოსგან პრობლემურ კონტრაქტორებთან სამართლებრივი დავების საწარმოებლად გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე მიიღო ნებართვა. აღნიშნული დოკუმენტიდან გაირკვა, რომ Todini-სთან დაგეგმილი დავაში სახელმწიფო "ასეულ მილიონიანი" ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა. 

2020 წლის 27 დეკემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე დავაში საკუთარი ინტერესების დასაცავად ამერიკული იურიდიული კომპანია White & Case დაიქირავა. შესყიდვის საპროგნოზო ღირებულება 413 000 დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით 1.2 მილიონი ლარია. 

პროექტის მიხედვით, TODINI-ს სამტრედია-გრიგოლეთის 12–კილომეტრიანი მონაკვეთის 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და 65 სწორკუთხა მილის (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები) მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. 

მშენებლობისთვის საჭირო თანხა საქართველომ საგარეო კრედიტის სახით, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) აიღო. მშენებლობის ჯამური ღირებულება კი 138 მილიონი ლარია

სამშენებლო კომპანია Todini წლების განმავლობაში იტალიური სამშენებლო კომპანია Salini Impregilo-ს შემადგენლობაში შედიოდა, 2016 წლის 4 აპრილს კი ის იტალიელმა მფლობელებმა €51 ევროდ ყაზახურ კომპანია Prime System Kz Ltd-ის მიყიდეს. ამჟამად Todini-ს ყაზახური მენეჯმენტი მართავს. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის მიხედვით, დავის დეტალები ასეთია:

"საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს (შემდგომში - ტოდინი) შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-03 ხელშეკრულების (E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (კმ30+000 - კმ42+000) (ლოტი 3) მშენებლობის შესახებ) ფარგლებში, ტოდინის მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიები სს „ასტანის ბანკიდან“. სს „ასტანის ბანკი“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის უზრუნველყოფის გარანტიებიდან გამომდინარე, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა ყაზახეთის სასამართლოში სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნული დავა სასამართლო გადაწყვეტილების გათვალისწინებით გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. დავა მიმდინარეობს ყაზახეთში, ყაზახეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დეპარტამენტი მისი რესურსის კომპეტენციის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას აწარმოოს აღნიშნული დავა დამოუკიდებლად.

- კონტრაქტორ ტოდინს დეპარტამენტი ედავება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. დეპარტამენტი ტოდინს ედავება ასეული მილიონის ოდენობით თანხას მიყენებული ზიანის სახით. დავა ეხება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულების შეწყვეტას, საკითხის განხილვა დავების განმხილველ საბჭოში უნდა მოხდეს საერთაშორისო არბიტრაჟის (ICC) თავისებურებების გათვალისწინებით, რომ შემდგომში წარუმატებელი არ აღმოჩნდეს საერთაშორისო არბიტრაჟში, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დავა აწარმოოს საერთშორისო იურიდიულმა კომპანიამ, საერთშორისო არბიტრაჟში დავის პარალელურად. დავის სპეციფიკისა და თავისებურების გათვალისწინებით, ვინდაინ დეპარტამენტს არ გააჩნია გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის წარმოების, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული დავა აწარმოოს დამოუკიდებლად,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

სახელმწიფოს მიერ TODINI-სთან მიმდინარე დავისთვის, იურიდიულ კომპანია White & Case გაფორმებული კონტრაქტი:





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები