მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა მოელის, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემები სადაზღვევო სექტორს წაახალისებს

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობაში მოელიან, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემები სადაზღვევო სექტორს წაახალისებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

"2025 წლიდან უკვე სრულად შევიდა ძალაში ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონი, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს როგორც მოქალაქეებს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი ინვესტიციებს განხორციელების თვალსაზრისით. მოველით, რომ სადაზღვევო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში აქტიურად გაიზრდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ნებაყოფლობითი კერძო პენსია მოიცავს მესამე საფეხურის დაგროვებით პენსიებს. 2024 წლის ბოლოსთვის კერძო დაგროვებითი საპენსიო ფონდების ჯამური მოცულობა 52 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან უმსხვილესი - 45-მილიონიანი ფონდის ოპერატორი სახელმწიფო კომპანია "საქაერონავიგაციაა", რომელიც საკუთარ თანამშრომლებს დაგროვებით პენსიასაც სთავაზობს. ასევე კერძო საპენსიო ფონდს მართავს "ალდაგი", აღნიშნული ფონდის მოცულობა 5.2 მილიონ ლარს შეადგენს, "ჯი პი აი ჰოლდინგის" მიერ მართული კერძო საპენსიო ფონდის მოცულობა 1.9 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები