მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს ქმნის

5afa80697233a
მეგი კავთუაშვილი
15.05.18 10:38
7993
საქართველოს მთავრობა მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს ქმნის. ახალ უწყებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი აკაკი ზოიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი იქნებიან. წევრებს კი მინისტრები, პარლამენტარები, რწმუნებულები შეადგენენ.

საბჭოს მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობაა, მათ შორის მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაცია.

დებულების მიხედვით, საბჭომ 2018-2030 წლების დემოგრაფიული უსართხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შექმნას, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. მისივე ფუნქციებში შევა საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები