ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, ამ ეტაპზე მთავრობა განიხილავს, რა ფორმით ჩაერთვება მსხვილ ენერგოპროექტებში, იქიდან გამომდინარე, რომ გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა ამ მიმართულებით თანდათან იზღუდება.
„მსხვილი პროექტები აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და საბაზისო სიმძლავრეებისთვის. ეს პროექტები ძვირია და მათი ეფექტი სამომხმარებლო ტარიფზე რომ შემცირდეს, განიხილება, რომ მათ შორის, სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა არა მხოლოდ გარანტიების მხრივ, არამედ დაფინანსებაში და ერთ-ერთი ამ მხრივ შეიძლება, განხილული იყოს საპენსიო ფონდი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება გარანტირებული ხელშეკრულებების გაფორმებას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსგავსი შეთანხმებები მხოლოდ მსხვილ პროექტებთან მიმართებით შეიძლება, შენარჩუნდეს.