მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა მზად არის, "გაზპრომ ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების შესახებ პარლამენტში კითხვებს უპასუხოს

588a0e4c25e75
დავით ჯალაღონია
26.01.17 18:31
1579
მთავრობა მზად არის, "გაზპრომ ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების შესახებ პარლამენტში კითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. მან განმარტა, თუ რატომ არ მივიდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში აქამდე სასაუბროდ.

"გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მაგალითად, 15 დეკემბრიდან აქტიურობის თვალსაზრისით თუ გადავხედავთ რა ხდებოდა, იყო ვიზიტები, სტუმრები ჩამოდიოდნენ და ა.შ არავის უთქვამს, რომ პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით რამე პრობლემაა. მაშინაც ვთქვით, რომ აუცილებლად მივალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მზად ვართ როგორც მე, ისე ჩემი კოლეგები’’- განაცახადა გახარიამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის მივლენ მინისტრები ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამერნტში.

"მაშინ როცა ამის აუცილებლობა იქნება. მოვა დრო და მივალთ’’-აღნიშნა გახარიამ და დასძინა , რომ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატებთან მაქსიმალური რაოდენობის კითხვებს უპასუხეს. რაც შეეხება კითხვას გასაჯაროვდება თუ არა გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების დეტალები, გახარიამ პასუხად განაცხადა, რომ იგი იურიდიულ ნიუანსებზე ვერ ისაუბრებს, რადგან იურისტი არ არის. ამიტომ მინისტრმა საკითხის ეკონომიკურ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.

"ეკონომიკურ ნაწილში დღევანდელი სიტუაციით დავკარგეთ და ეს არ არის გამარჯვება. თუმცა რა ძირითადი შეტევებიც მოდის ამ ხელშეკრულებაზე მისი პოლიტიკური რისკების ზრდასთან დაკავშირებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც ჩვენ გვაქვს კონსტრაქტი სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო ბუნებრივი გაზი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამ კონტრაქტის ფარგლებში არის ნული’’- განმარტა გახარიამ. მისივე თქმით, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში საქართველო გაზპრომისგან კომერციულ ფასად შეძლებს ბუნებრივი გაზის შეძენას ბაზრის დივერსიფიცირებისთვის კი საქართველოს სხვა წყაროებით სარგებლობის საშუალებაც ექნება.

"ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური რისკები შევამცირეთ იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ დამატებით გაზს ვყიდულობდით რუსეთიდან ,მაშინ მისი ფასი განსაზღვრული არ იყო და საკმაოდ მაღალიც იყო. დღეს კი კომერციული გაზი ვალდებულებების გარეშე დაფიქსირდა’’-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები