მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ოკუპირებულ რეგიონებში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 1000 ლარს უხდის

ახალგორი

მთავრობა ოკუპირებულ რეგიონებში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს 1000 ლარს უხდის. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 7 აგვისტოს გამოსცა.

საუბარია ახალგორის, ერედვის, თიღვის და ქურთის მუნიციპალიტეტებზე, სადაც მიმდინარე წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად 229 ოჯახი დაზარალდა. შესაბამისად, ჯამურად 229 000 ლარი გამოიყოფა.

„2024 წლის მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის (229 ოჯახი) ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 229 000 ლარი, კერძოდ:

ახალგორის მუნიციპალიტეტს - 96 000 ლარი;

ერედვის მუნიციპალიტეტს - 12 000 ლარი;

თიღვის მუნიციპალიტეტს - 20 000 ლარი;

ქურთის მუნიციპალიტეტს - 101 000 ლარი“, - აღნიშნულა განკარგულებაში.

ასევე, განკარგულების მიხედვით, გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან სტიქიის გამო მიღებული კომპენსაციის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები