მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის რეგულირებას გეგმავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტი ეყრდნობა კონკურენციის სააგენტოს შუალედურ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასნამატი ბაზარზე 100%-საც კი აჭარბებდა. როგორ აპირებს მთავრობა აგროქიმიკატებსა და პესტიციდებზე ფასების ხელოვნურ რეგულირებას, რა წერია კანონპროექტში და როგორია შეფასებები?


































