მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე მუშაობს

ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორს შეხვდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის საკანონმდებლო პაკეტს მოამზადებს დარგობრივი უწყება, თუმცა საუბარია უშუალოდ სურსათთან შემხებლობაში არსებული პლასტიკის აკრძალვაზე, რომელიც დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. რა გავლენა ექნება პლასტიკის მოხმარების რეგულირებას ბიზნესზე და მომხმარებელზე და რამდენად მზად არის ბაზარი ახალ მოთხოვნებს დროულად მოერგოს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები