მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვაზე მუშაობს - გავლენა ბიზნესზე

ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სექტორს შეხვდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის საკანონმდებლო პაკეტს მოამზადებს დარგობრივი უწყება, თუმცა საუბარია უშუალოდ სურსათთან შემხებლობაში არსებული პლასტიკის აკრძალვაზე, რომელიც დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ბიზნესისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველია, მათ შორის რა გავლენა ექნება დაგეგმილ ცვლილებებს ბაზარზე და ერთჯერადი პლასტიკის საგნების აკრძალვის შემთხვევაში რა ალტერნატივა, რა დროში უნდა შესთავაზონ მომხმარებელს. რამდენად მზად არის ბაზარი ახალ მოთხოვნებს დროულად მოერგოს და რა გავლენა ექნება პლასტიკის მოხმარების რეგულირებას ბიზნესზე და მომხმარებელზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები