მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა პრივატიზაციიდან 60 მილიონის მობილიზებას გეგმავს

5a9d012ab0e02
მარი როჭიკაშვილი
05.03.18 12:31
895
პრივატიზაციიდან 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 60 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება, თუმცა გაწერილი კონკრეტული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა არ არსებობს.

bm.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ სააგენტო იმ ქონებას გამოიტანს გასაყიდად, რომლის მიმართაც ინტერესი დაფიქსირდება. საპრივატიზებო ობიექტების ღირებულებას კონკრეტული პერიოდისთვის არსებული საბაზრო ფასიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი აუდიტი განსაზღვრავს.

"სააგენტო გეგმავს პროაქტიულად აწარმოოს გაყიდვების პროცესი კერძო სექტორთან, ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მომდევნო წლების განმავლობაში, ისევე როგორც წინა წლებში, სააგენტოს მიერ შემუშავებული საპრივატიზებო პაკეტები, დაფუძნებული იქნება მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე", - განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის", რომლის მიზანიც არის ქვეყანაში სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარება. დღეის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია სოფელ ლიბანში არსებული ყოფილი სანატორიუმი "ლიბანი" და მესტიაში, სეტის მოედანზე მდებარე "ჰოსტელი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები