მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა Prominvestbank-თან დავობს, რათა Altcom-ისთვის გადახდილი მილიონები დაიბრუნოს

61e7d45ec4499
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.22 13:14
935
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 708,000 დოლარის ხელშეკრულებას იურიდიულ კომპანია White & Case-თან აფორმებს. ანალოგიური ხელშეკრულება 2021 წელსაც იყო ძალაში და ის უკრაინულ ბანკთან - Prominvestbank-თან დავას შეეხებოდა. სწორედ Prominvestbank-ი იყო კომპანია ALTCOM-თან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოს ავანსის გარანტორი, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში სახელმწიფოსგან ავანსად 18 მილიონ ევროზე მეტი მიიღო თუმცა სამუშაო არ შეასრულა, სახელმწიფომ დავა დაიწყო როგორც ALTCOM-თან, ასევე უკრაინულ ბანკთან.

საავტომობილო დეპარტამენტსა და „Road Building ALTCOM“ LLC-ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში (სამტრედია - გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი I, კმ0+000-კმ 11+500) მშენებლობა) "ალტკომის" მიერ წარმოდგენილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია და ავანსის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რაზეც Prominvestbank იყო პასუხისმგებელი.

“დავა შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით არის აღძრული, ხოლო ავანსის უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებით ცალკე სარჩელით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 6,785,343 ევრო, ხოლო ავანსის გარანტიის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არის 18,388,910 ევრო,” - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, White & Case-სთან ერთად სახელმწიფოს დავაში დაქირავებული ჰყავს უკრაინული ფირმა Asters-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები