მთავრობა ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად მომსახურებას შეისყიდის. შესაბამისი განკარგულების პროექტი მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მმშენებლობაზე ძირითადი სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

























