მთავრობა წელს ყურძნის მოსავალს საერთოდ არ დაასუბსიდირებს.
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაბრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ სრულიად უარი თქვა სუბსიდირებაზე.
"კერძო სექტორის მხრიდან ჯანსაღი მოთხოვნა უკვე არსებობს. ღვინის ინდუსტრია მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულება გახდა. ამიტომ, წელს სახელმწიფო ფინანსურ სუბსიდიაზე უარს ამბობს. ჩვენ თანხები უნდა მივმართოთ იმ დარგებისკენ, რომელსაც სჭირდება დახმარება და ასეთი ბევრია სოფლის მეურნეობაში", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ რთველის საორგანიზაციო შტაბი წელსაც იმუშავებს.

























