მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა: "საკონსტიტუციო ცვლილება, შესაძლოა, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჩანაწერს შეეხოს"

5891e02f656c2
თელარა გელანტია
01.02.17 17:16
4279
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო -სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის რეფერენდუმის გაუქმებას, - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება შესაძლოა შეეხოს ჩანაწერს საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რომ ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად.

შეგახსენებთ, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი "სოციალ-დემოკრატიული" პარტია გამოპვიდა ინიციატივით, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები