მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა საპატრიარქოს 767 ათასი ლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს

5c5976efd5fa4
სალომე მეცხვარიშვილი
05.02.19 16:40
993
მთავრობა საქართველოს საპატრიარქოს 767 ათასი ლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. საქართველოს მთავრობის 1 თებერვლის განკარგულებით, აღნიშნული თანხა გელათის მეცნიერებათა აკადემიას მოხმარდება.

შესაბამისი ღონისძიებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისედაც ფინანსდება. 2019 წელს მისთვის გამოყოფილი თანხები 25 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები