მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა საპენსიო სისტემის მე-3 სვეტის კანონმდებლობის განხილვას იწყებს

5b97b4dbb7e3a
თამუნა დემეტრაშვილი
11.09.18 16:27
711
მთავრობა საპენსიო სისტემის მე-3 სვეტის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობს. ,,კერძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა წარედგინოს, - ამის შესახებ საუბარია ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ახლახან შევიდა. დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, რა პრინციპით იმუშავებენ კერძო საპენსიო ფონდები ან მიიღებენ თუ არა ისინი რაიმე საგადასახადო შეღავათს სტიმულირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მე-2 სვეტის ფარგლებში, ნახევრადსავალდებულო კარძო დაგროვებითი საპენსიო უზრუნველყოფისთვის, პარლამენტმა ივლისის თვეში უკვე დაამტკიცა კანონი ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ. დამტკიცებულია საპენსიო სააგენტოს დებულებაც. სამთავრობო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს IT ინფრასტრუქტურაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები