მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა"-ს აანონსებს

5acf735fdb736
BM.GE
12.04.18 18:54
845
"ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ, უნდა იყოს მისი მამოძრავებელი ძალა.

"ამ გარემოებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ჩვენს ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განგვიხორციელებია. მას ეწოდება "სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა", რაც გულისხმობს ჩვენი ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას", - განაცხადა მინისტრმა.

ახალ რეფორმაზე ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმაც. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები