მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა შაორის ტბის ტერიტორიის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობს

583aa81da1ece
BM.GE
27.11.16 13:32
3512
მთავრობა შაორის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, კონკრეტული შეთავაზებები ინვესტორებისთვის გაზაფხულისთვის მზად იქნება.

"საკონსულტაციო კომპანია BDO რამდნეიმე თვე მუშაობდა და ძალიან საინტერესო დასკვნა დადო, ეს იყო შაორის, უწერის და შოვის ადგილები. ვამუშავებთ შაორის სივრცითი დაგეგმარების პროეტზე, რათა ქაოსურად არ მოხდეს განაშენიანება. ამჯერად ამ ეტაპზე ვართ და შემდეგ უკვე ინვესტორებთან გვექნება საუბარი თუ სად რა შეიძლება აშენდეს",- განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი. 

ფოტო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები