მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შემოდგომაზე ტურიზმთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებს გააჟღერებს

5b7680b9cbbfd
თელარა გელანტია
17.08.18 11:59
645
„ტურიზმის მიმართულებით არჩეული გვაქვს ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ხაზი გასუვა იმასაც, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან საქართველოში.

ამასთან, პრემიერმა თქვა, რომ შემოდგომაზე ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივები გაჟღერდება.

„მინდა, შევეხო იმ სტატისტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურიზმში. გასულ თვეს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, როგორც ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისე იმ შემოსავლის რაოდენობის მიხედვით, რომელიც ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არჩეული გვაქვს ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია, თუმცაღა აქვე იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გავაგრძელოთ დივერსიფიკაცია. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით კარგია ის, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ამის შესახებ შემოდგომაზე ჩვენ დამატებით ინიციატივებს გაცნობებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.