შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ უახლოეს თვეებში გაუქმდება.
ამის შესახებ bm.ge-ის თავად კომპანიაში განუცხადეს.
როგორც შპს „თეთნულდი დეველოპმენტში“ განმარტავენ, კომპანიამ დაასრულა დაკისრებული ვალდებულებები და შესაბამისად, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ის შეწყვეტს ფუნქციონირებას.
„2013 წლის მაისში შეიქმნა შპს „თეთნულდი დეველოპმენტი“ და დაევალა თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე ინფრასტრუქტურის მოწყობა.
შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ მიერ განხორციელდა თეთნულდის სამთო სათხუილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების დეტალური პროექტიორება და მშენებლობა რომელიც მოიცავს:
ხუთი ერთეულ საბაგირო გზას (T2, T3, T4, T4, TH). აღნიშნული საბაგირო გზების დეტალების დასაწყობების მიზინით 2013 წელს დაპროექტდა და აშენდა 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, დახურული და ღია სასაწყობე პორტალი სადაც მოხდა კომპანია პომაგალსკის (POMA) მიერ მოწოდებული საბაგირო გზების დეტალების დასაწყობება.
სასრიალო ტრასები და დროებითი გზები, მთის სადრენაჟე ქსელი, ელექტრო მომარაგების ქსელი (18 ერთეული სატრანსფორმატორო), წყალმომარაგების ქსელი (5 ერთეული სათავე ნაგებობა, 4 ერთეული რეზერვუარი, ერთი წლის სატუმბი სადგური), წყალარინების ქსელი (ორი ერთეული ბიო გამწმენდი ნაგებიობა) პარკინგი გათვლილი 300 ავტმონაქანაზე, კურორტის ადმინისტრაციული შენობა (1400 კვ.მ) სპეცტექნიკისათვის ანგარ სახელოესნოები (ორი ერთეული), ზვამდამცავი, თოვლის დამჭერი ღობეები, თოვლსატკეპნი მანქანების ანკერები (ცხრა ერთეული) კურორტისთთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკის შეძენა, საწვავმარიგებელი სპეც-ტექნიკისათვის“, - აცხადებენ კომპანიაში.