მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა შშმ და სსსმ პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს

58d7d499f08cf
BM.GE
27.03.17 09:50
1598
მთავრობამ 676- ათას ლარიანი დასაქმების პროგრამა დაამტკიცა.

მთავრობა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) და სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას მოახდენს. კერძოდ საუბარია შრომის ანაზღაურების 50%-იან დაფინანსებაზე, თუმცა, ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება 460 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება, სუბსიდირების ვადებს ის, მხოლოდ 4 თვით განისაზღვრება.

გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დასაქმების ფორუმების მოწყობა , შრომის ბაზრის მართვის სისტემის www.worknet.gov.ge განვითარება, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, კვლევების და მონიტორინგის ჩატარება წელიწადში ერთხელ და სხვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები