მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას გეგმავს

5bbeed320904c
დავით ჯალაღონია
11.10.18 10:26
787
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა იგეგმება, თუმცა პროგრამის ბიუჯეტი ჯერ დასაზუსტებელია.

როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობს.

„სამინისტრო მუშაობს, რომ ეს პროგრამა იყოს შედეგიანი და არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2016 წელს გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები