გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარტში ლევან დავითაშვილის ტაილნდში ვიზიტისას მის კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე დასახული გეგმის განხორციელებაზე მუშაობენ. გეგმის მიხედვით, საქართველომ ქართული ღვინის ექსპორტი ტაილანდში უნდა დაიწყოს. სურვილი ჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ ასახულა, თუმცა, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს ამაზე აქტიურად მუშაობენ.
“მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა, გამოკითხვა, თუ ვინ არის დაინტერესებული ამ ბაზარზე შესვლით, იმისთვის, რომ დავიწყოთ ამ ბაზარზე მუშაობა და შევეცადოთ მის ათვისებასაც”,-განაცხადა ანდრო ასლანიშვილმა.
მისივე თქმით, ბაზრების მრავალფეროვნების კუთხით საქართველოს პრობლემები არ აქვს. გასული წლის მონაცემებით ქართული ღვინო 53 ქვეყანაში გაიყიდა.
4 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტში 36%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე 43 ქვეყანაში 25 მილიონი ბოთლი ღვინოა ექპორტირებული.
წლიური საპროგნოზო ზრდის მაჩვენებლის დასახელებისგან ანდრო ასლანიშვილმა თავი შეიკავა.
„არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიყოთ პესიმისტები, ამიტომ ვცდილობთ, ვიყოთ ოპტიმისტები”,- განაცხადა “საქმიანი დილას” ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა.

























